„ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 29 - ე მუხლის მე 3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტისა და 21- ე მუხლის მე – 6 პუნქტის, თსუ რექტორის 2021 წლის 8 ივნისის „პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ 80/01-01
ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „ სახელმწიფო
სტიპენდიები სტუდენტებს “ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სტუდენტებმა N1 დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე 2021 წლის 10 ივნისიდან 16 ივნისის 23:59 საათის ჩათვლით.
2. განისაზღვროს 2020 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის „ სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით :
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
გ ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
დ ) სოფიკო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ე ) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
ვ) გიორგი შალამბერიძე - სამართლებრივი სპეციალისტი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.